ფეხბურთი

18:54 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" სუარესის დუბლიორს "ჟირონაში" მიაგნო

კატალონიის „ბარსელონა“ თავდამსხმელს ეძებს, რომელიც ლუის სუარესის დუბლიორი იქნება. რამდენიმე დღის წინ „ბლაუგრანას“ თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ ახალ ფორვარდს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება ექნებოდა.

აქამდე, „ბარსელონას“ ყველაზე აქტიურად ალვარო მორატას უკავშირებდნენ, მაგრამ Sport-ის ინფორმაციით, ფავორიტი კრისტიან სტუანია.

„ჟირონას“ ურუგვაელი თავდამსხმელი, რომელმაც გასულ სეზონში 21 გოლის გატანა შეძლო. სტუანი წელსაც შესანიშნავად თამაშობს და 12 გოლით ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მესისა (17 გოლი) და სუარესს (14) ჩამორჩება.

„ჟირონას“ სამხრეთ ამერიკელი ბომბარდირი ამ დროისთვის 15 მილიონ ევროდ ფასობს და წესით, „ბარსას“ ამ თანხის გადახდა არ უნდა გაუძნელდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116032