ფეხბურთი

18:02 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო: "ფეხბურთის თამაში მესის დონეზე შემეძლო"

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ამბობს, რომ ფეხბურთის თამაში ლიონელ მესის დონეზე შეეძლო. 36 წლის იტალიელის განცხადებით, ვარჯიში არ უყვარდა და ამ მიზეზით თავისი პოტენციალის ნახევარი გამოავლინა.

„როგორც ცოტა ხნის წინ ტოტიმ განაცხადა, ჩემი პოტენციალის მხოლოდ 50% ვაჩვენე. ბევრი შეცდომა დავუშვი, ვარჯიში არ მინდოდა. თუ ყველაფერს კარგად გავაკეთებდი, შემეძლო მესის დონეზე მეთამაშა. არგენტინელი ყოველთვის დარჩება ფეხბურთის ისტორიაში“, - ციტირებს კასანოს სიტყვებს RMC Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ კასანომ კარიერის განმავლობაში „ბარის“, „რომას“, „რეალის“, „სამპდორიას“, „მილანის“, „ინტერისა“ და „პარმას“ ღირსება დაიცვა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში 39 შეხვედრაში 10 გოლის გატანა შეძლო, კარიერა კი 2017 წელს დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110531