ფეხბურთი

16:10 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი კარიერას ასრულებს

ლონდონის „არსენალის“ მეკარე პეტრ ჩეხი საფეხბურთო კარიერას ასრულებს. ამის შესახებ 37 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ეს ჩემი მეოცე სეზონია პროფესიონალურ ფეხბურთში. 15 წელი პრემიერლიგაში ვითამაშე და მოვიგე ყველა შესაძლო ტიტული. ვაგრძელებ მძიმე შრომას „არსენალთან“ ერთად გასამარჯვებლად და ამავდროულად მინდა გავიგო, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება მინდორს მიღმა“, - დაწერა ჩეხმა.

ჩეხის დიდებული კარიერა 1999 წელს „ჩმელიდან“ დაიწყო, საიდანაც პრაღის „სპარტაში“ მოხვდა. შემდეგ იყო ფრანგული „რენი“, ხოლო 2004 წელს ლონდონის „ჩელსიში“ აღმოჩნდა, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა.

„არისტოკრატების“ რიგებში ჩეხმა 11 სეზონი ჩაატარა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, ხოლო 2015 წელს „არსენალში“ გადავიდა. თუმცა, მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. ჩეხეთის ნაკრებში 2002-2016 წლებში 124 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114775