სხვა

14:05 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძალოსნები აზერბაიჯანში დააჯილდოვეს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ეროვნული ნაკრების წევრები გიორგი ჩხეიძე და შოთა მიშველიძე ბაქოში, აზერბაიჯანის საერთაშორისო სპორტულ კლუბ "ზირვეს" წლის შემაჯამებელ, გალა-დაჯილდოებაზე იმყოფებიან.

ღონისძიებაზე, სადაც უკრაინის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ვადიმ ვაკარჩუკი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ჰალილ მუთლუ და სხვა მრავალი სტუმარი იმყოფებოდა, ქართულ დელეგაციას საკმაოდ გულთბილი დახვედრა მოუწყეს.
"ზირვეს" კლუბის წევრი საქართველოს ნაკრების რამდენიმე წარმატებული სპორტსმენია, მათ შორის გიორგი ჩხეიძეც, რომელიც ღონისძიებაზე 2018 წელს მიღწეული წარმატებისთვის სპეციალური თასით დააჯილდოვეს. ასევე სპეციალური თასით დაჯილდოვდა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილიც.

აღსანიშნავია, რომ "ზირვე" აზერბაიჯანში საკმაოდ დიდი ცენტრია, რომელიც 10 ჰექტარზეა განთავსებული. ცენტრში განთავსებულია სპორტული და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა, რომელშიც შედის საცურაო აუზები, რამდენიმე სახეობის სპორტული დარბაზი, საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, რესტორნები და დასასვენებელი ზონები.
"ზირვე" 15 ორგანიზაციას აერთიანებს. მათგან 1 თურქეთში და ერთი მოლდოვაშია. მეზობელ ორგანიზაციებს შესაძლოა მალე საქართველოც შეუერთდეს. კახი კახიაშვილის განცხადებით, ამისი სურვილი აზერბაიჯანელებმა უკვე გამოთქვეს.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114977