სხვა

12:45 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი-გერმანია, ბრძოლა ოქროს ქულისთვის

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიასა და დანიაში, ნათამაშებია პირველი ჯგუფური ეტაპის 3 ტური. უკვე გამოიკვეთა გუნდები, ვინც აუცილებლად გავა მეორე რაუნდში - საფრანგეთი, ხორვატია, ესპანეთი, დანია, ნორვეგია, შვედეთი...

ექვსივე ამ გუნდს 6 ქულა აქვს. მათგან ზოგმა ოფიციალურად გაიფორმა მეორე რაუნდში გასვლა, ზოგსაც - ფორმალური დადასტურება სჭირდება. 5-5 ქულით არიან გერმანია და უნგრეთი. ბოლო ორ ტურში ეს გუნდები უკვე ერთმანეთს ხვდებიან „ოქროს ქულებისთვის“, რომლებიც მეორე ეტაპზე გაჰყვებათ.

დღეს ერთი ასეთი მატჩია: გერმანია-საფრანგეთი, რომელსაც 23:30 საათზე სილკ-უნივერსალის პირდაპირ ეთერში ნახავთ, საერთოდ კი სამშაბათ-ოთხშაბათის 12 მატჩიდან 11 იქნება სილკ-სპორტის სხვადასხვა არხებზე.

მომავალი მძიმე შეხვედრების გამო გუშინ ფავორიტებმა ძალები დაზოგეს. გერმანიას ეს ქულის დაკარგვად დაუჯდა რუსეთთან - 22-22, იაპონია ბოლომდე ებრძოლა ესპანეთს და 22-26 დამარცხადა, ხოლო მათმა მეკარე აკიჰიტო კაიმ 15 ბურთი მოიგერია და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. საფრანგეთსაც გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა კორეისგან პირველ ტაიმში, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონმა მაინც მოიგო 11 ბურთით, 34-23.

მეორე რაუნდში გასასვლელად გუშინ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი იყო - ბრაზილიამ დაამარცხა სერბეთი 24-22, უნგრეთმა მოუგო ყატარს 32-26, ტუნისმა - ჩილეს 36-30, ხორვატიამ 31-22 დაამარცხა მაკედონია და მეორე რაუნდში გასვლა ოფიციალურად გაინაღდა.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანია-დანია, 10-27 იანვარი

პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მესამე ტური, 14 იანვარი

A ჯგუფი, ბერლინი, მერსედეს ბენც არენა (14 800)

საფრანგეთი 6, გერმანია 5, რუსეთი 4 - ბრაზილია 2, სერბეთი 1, კორეა 0

სერბეთი - ბრაზილია 22-24

მარსენიჩი, რადივოევიჩი 5 - ტოლედო 5

რუსეთი - გერმანია 22-22

დიბიროვი 8, შიშკარევი 4 - გენსჰაიმერი 8

საფრანგეთი - კორეა 34-23

რემილი 7, მაე 6 - კან ტანი 7, კიმ დონმიუნი 6

15 იანვარი. 18:30 რუსეთი - ბრაზილია (სილკ-3)

21:00 კორეა - სერბეთი (სილკ-2)

23:30 გერმანია - საფრანგეთი (სილკ-უნივერსალი)

10-11 იან. კორეა - გერმანია 19-30, სერბეთი - რუსეთი 30-30, ბრაზილია - საფრანგეთი 22-24

12 იან. რუსეთი-კორეა 34-27, გერმანია-ბრაზილია 34-21, საფრანგეთი-სერბეთი 32-21

--

B ჯგუფი. მიუნხენი, ოლიმპიაჰალე (12 000)

ხორვატია 6, ესპანეთი 6, მაკედონია 4, - ისლანდია 2, იაპონია 0, ბაჰრეინი 0

ისლანდია - ბაჰრეინი 36-18

გუნარსონი 8, გუდმუნდსონი 5 - მერზა 5

ხორვატია - მაკედონია 31-22

დუვნიაკი 6, სეგო 12/32 - მანასკოვი 6

ესპანეთი - იაპონია 26-22

სოლე 8, ენტრერიოსი 5 - ტოკუდა 7, კაი 15/38

16 იანვარი. 18:30 იაპონია - ისლანდია (სილკ-2)

21:00 ხორვატია - ბაჰრეინი (სილკ-2)

23:30 მაკედონია - ესპანეთი (სილკ-უნივერსალი)

11 იან. იაპონია - მაკედონია 29-38, ისლანდია - ხორვატია 27-31, ბაჰრეინი - ესპანეთი 23-33

13 იან. მაკედონია - ბაჰრეინი 28-23, ხორვატია - იაპონია 35-27, ესპანეთი - ისლანდია 32-25

--

C ჯგუფი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

დანია 6, ნორვეგია 6, ავსტრია 2 - ტუნისი 2, ჩილე 2, საუდის არაბეთი 0

ტუნისი - ჩილე 36-20

სუსი 7, სანაი 6 - რ. სალინასი, ერ. ფოიხტმანი 8,

ნორვეგია - ავსტრია 34-24

საგოსენი 8, იონდალი 7, მიურჰოლი 6 - ბოზოვიჩი 7, ვებერი 6

დანია - საუდის არაბეთი 34-22

მ. ლანდინი 7, ზახარიასენი, ორისი 5 - ალსალემი 4

15 იანვარი. 19:15 საუდის არაბეთი - ტუნისი

21:30 ნორვეგია - ჩილე (სილკ-3)

23:35 ავსტრია - დანია (სილკ-3)

10-11 იან. ჩილე - დანია 16-39, საუდის არაბეთი - ავსტრია 22-29, ტუნისი - ნორვეგია 24-34

12 იან. ავსტრია - ჩილე 24-32, ნორვეგია - საუდის არაბეთი 40-21, დანია - ტუნისი 26-22

--

D ჯგუფი. კოპენჰაგენი, როიალ არენა (15 000)

შვედეთი 6, უნგრეთი 5, ყატარი 2 - ეგვიპტე 2, ანგოლა 2, არგენტინა 1

უნგრეთი - ყატარი 32-26

ლეკაი 5, ბოკა, ბოდო 4 - მარზო, სინენი 5

არგენტინა - ეგვიპტე 20-22

ფერნანდესი 5 - სანადი 7, ზეინელაბედინი 5

შვედეთი - ანგოლა 37-19

ზახრისონი, ეკბერგი 5 - ჰებო 5

16 იანვარი: 18:30 ანგოლა - არგენტინა (სილკ-3)

21:00 უნგრეთი - ეგვიპტე (სილკ-3)

23:30 ყატარი - შვედეთი (სილკ-3)

11 იან. ანგოლა - ყატარი 24-23, არგენტინა - უნგრეთი 25-25, ეგვიპტე - შვედეთი 24-27

13 იან. ყატარი - ეგვიპტე 28-23, უნგრეთი-ანგოლა 34-24, შვედეთი - არგენტინა 31-16

--

მეორე ჯგუფური ეტაპი: 19, 20, 21, 23 იანვარი - კიოლნი (A-B), ჰერნინგი (C-D)

ნახევარფინალი: 25 იანვარი, ჰამბურგი

ფინალი: 27 იანვარი, ჰერნინგი

0.099918