თამაშგარე

11:46 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინდოელი მოდელი ალისონ ბეკერს სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა

ლონდონში მოღვაწე ინდოელი მოდელი, ტამანაა ბჰატია მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მშვენივრად გამოიყურება, ლამაზმანმრავლობის ასეთი დიდი კონკურენციის პირობებში მაინც შეიძლება არასოდეს გამხდარიყო საყოველთაო ცნობადობის “მსხვერპლი“, რომ არა ის განცხადება, რაც ამ გოგომ ამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ტამანაა გათხოვილი არასოდეს ყოფილა და სამოდელო საქმეში გათხოვება როგორც იცითერთგვარად უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. ჰოდა, ეს ჩვენი ბჰატიას ქალი ადგა და განაცხადა, რომ მისი გაუთხოვრობისა და კაცთუნახავობისმიზეზი მხოლოდ ისაა, რომ უგონოდაა შეყვარებული ”ლივერპულის“ ბრაზილიელ გოლკიპერ ალისონ ბეკერზე და მის გარეშე ცხოვრება არ ძალუძს.

როგორც იცით, ალისონი დაქორწუნებულია და მეუღლესთან, ნატალია ბეკერთან ერთი შვილიც ყავს. ცოლ-შვილიანი კაცისადმი ტრფიალების გამოცხადება კი ასეთი მშვენიერი ინდოელი ლამაზმანისგანაც უცნაურია. ახლა ინგლისის ბულვარული მედია იმაზე მსჯელობს, ალოსონს რა რეაქცია ექნება სიყვარულის ასე უცნაურად ახსნაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126665