ფეხბურთი

23:15 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ პერეირა: "მოურინიო "ბაიერნის" მწვრთნელი გახდება"

ჟოზე მოურინიოს ბიოგრაფიული წიგნის ავტორი მანუელ პერეირა ამბობს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელი აუცილებლად გახდება, თუ გერმანელებისან წინადადებას მიიღებს.

„ჟოზე პორტუსგალიაში, ესპანეთში, ინგლისსა და იტალიაში მუშაობდა, მაგრამ ბუნდესლიგაში - არა. თუ ხვალ რუმენიგე დაურეკავს, „ბაიერნის“ მწვრთნელი გახდება, გარანტიას გაძლევთ, რომ დათანხმდება“, - განუცხადა პერეირამ Sport1-ს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო „მანჩესტერიდან“ გასული წლის 18 დეკემბერს დაითხოვეს და მას შემდეგ უმუშევარია. ბოლო დროს „განსაკუთრებულს“ მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123211