კალათბურთი

22:53 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე ისევ ფოლებმა აზარალა

ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” სერბეთში ფმპ-ს 87:70 სძლია. 19 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 14:34 წუთი გაატარა, რისი მიზეზიც კვლავაც 5 პერსონალური ფოლი გახდა. არასაჭირო ჯარიმები გოგას ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება, რის მოგვარებაზეც ბევრი სამუშაოა საჭირო.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 4 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბუდუჩნოსტმა” 10 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და ადრიატიკის ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 21 იანვარს, შინ, მეორეადგილოსან “ცედევიტასთან” (ხორვატია) ჩაატარებს. მანამდე, 18 იანვარს, ევროლიგის ეგიდით, პოდგორიცელები მადრიდის “რეალს” უმასპინძლებენ.

0.113941