სხვა

18:55 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

WADA RUSADA-თან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას 22 იანვარს გამოაცხადებს

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი საბჭო რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) შესაბამისობასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას 22 იანვარს გამოაცხადებს.

2018 წლის 20 სექტემბერს WADA-ს აღმასრულებელმა საბჭომ RUSADA-ს 2015 წლის ნოემბერში ჩამორთმეული სტატუსი სრულად აღუდგინა შემდეგი პირობით: რუსეთის მხარეს WADA-ს კომისრებისთვის 2018 წლის 31 დეკემბრამდე მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემებთან წვდომის საშუალება უნდა მიეცათ.

WADA-ს ექსპერტთა ჯგუფი მოსკოვს დეკემბერში სტუმრობდა, მაგრამ დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების საშუალება არ მისცემია. რუსული მხარის განცხადებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მონაცემების ამოსაღებად საჭირო მოწყობილობები რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად არ იყო სერთიფიცირებული.

გასულ კვირას მოსკოვს WADA-ს ექსპერტთა კიდევ ერთი ჯგუფი ეწვია. WADA-ს შესაბამისობის კომიტეტი (CRC) RUSADA-ს სტატუსზე 14-15 იანვარს მონრეალში იმსჯელებს, რასაც 22 იანვარს WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა და გადაწყვეტილება მოჰყვება.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117323