კალათბურთი

13:45 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მეომრებმა“ „დალასს“ აჯობეს, „დენვერი“ ისევ პირველზეა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

„გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე „დალასი“ 119:114 დაამარცხა. „მეომრების“ გამარჯვებაში ლომის წილი სტეფ კარიმ დადო, რომელმაც მეტოქეს 48 ქულა ჩაუგდო. დურანტს 28 ქულა ჰქონდა. „დალასში“ 26 ქულით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა. „გოლდენ სტეიტი“ 29 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

„დენვერმა“ შინ „პორტლენდს“ 116:113 მოუგო. მატჩში გადამწყვეტი ბოლო წუთები გამოდგა, რომელიც დენვერელებმა უკეთ ჩაატარეს. ნიკოლა იოკიჩს სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა - 40 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი. „პორტლენდში“ ყველაზე მეტი 24 ქულა დემიენ ლილარდმა ჩააგდო. „დენვერი“ 29 მოგებით და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

„ორლანდომ“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონი" 116:109 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ორლანდოელებმა 30:21 მოიგეს. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც გუნდს 38 ქულა, 12 პასი, 9 მოხსნა და 4 ჩაჭრა შესძინა. „ორლანდოში“ 22-22 ქულით ვუჩევიჩი და გორდონი გამოირჩნენ.

„ატლანტა“ – „მილოუკი“ 114:133 (32:35, 23:29, 29:31, 30:38)

https://www.youtube.com/watch?v=BEW7Dwufp8E

„ორლანდო“ – „ჰიუსტონი“ 116:109 (18:26, 34:33, 34:29, 30:21)

https://www.youtube.com/watch?v=hUfZLRy7oKQ

„დალასი“ – „გოლდენ სტეიტი“ 29:25, 25:37, 34:30, 26:27)

https://www.youtube.com/watch?v=mNWujdmlFP8

„დენვერი“ – „პორტლენდი“ 116:113 (34:32, 24:28, 35:28, 23:25)

https://www.youtube.com/watch?v=WCDm34HSjTE

„ლეიკერსი“ – „კლივლენდი“ 95:101 (24:32, 22:19, 19:24, 30:26)

https://www.youtube.com/watch?v=WYGDgGtbfsA

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11633