ძიუდო

22:47 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება

2019 წლის 12 იანვარს სასტუმრო "ბილტმორში" ჩატარდა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის მიერ დაანონსებული ძიუდოს, როგორც ერთიანი სპორტული ოჯახის გაფართოებული შეხვედრა, პირობითი სახელწოდებით "ძიუდოს ღირსების დარბაზი", რომლის მიზანიც გახლდათ ფედერაციაში შექმნილი მდგომარეობის დეტალური განხილვა და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება.

შეხვედრაზე კლუბების გარდა მოწვეულნი იყვნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ვეტერანი ძიუდოისტები, ასევე ყველა დამსახურებული მწვრთნელი.
თითოეულ წევრს მიეცა საშუალება თავისი აზრის დაფიქსირების, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა, რომლის ძირითად პათოსადაც განისაზღვრა ყველა დაპირისპირებული ჯგუფისა თუ პიროვნებებთან მიმართებაში შემრიგებლური, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გაჯერებული პოზიცია.

ამავე დროს კენჭისყრის ფორმატით სრული მხარდაჭერა იქნა გამოცხადებული ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის გურამ მოდებაძის, ასევე ახლადარჩეული პრეზიდენტისა და აღმასკომის მიმართ.
შესაბამისად, მიეცა რეკომენდაცია აღმასკომის გაფართოებული ფორმატის ფარგლებში უკვე შექმნილ კომისიას, ერთის მხრივ, პირველ რიგში მუშაობა გააგრძელოს არა სადამსჯელო, არამედ სწორედ ურთიერთობის ნორმალიზებისა და ბოლო პერიოდში ცალკე გამოკვეთილი ჯგუფებისა თუ ინდივიდუალურად ცალკე აღებული პიროვნებების ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობის კუთხით, ხოლო მეორეს მხრივ, იყოს მაქსიმალურად მკაცრი და მომთხოვნი მომავალში ყველა ისეთი თვითნებური ქმედების მიმართ, რომელიც ლახავს ძიუდოს, როგორც ერთიანი ოჯახის, სახელსა და ინტერესს.

0.112832