ფეხბურთი

17:45 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბატშუაი "მონაკოში" ითამაშებს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი მიში ბატშუაი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "მონაკოში" ითამაშებს. როგორც RMC-ი იუწყება, ფრანგული და ინგლისური კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და "მონაკო" მიშის 14 იანვარს წარადგენს.

სეზონის პირველი ნახევარი ბატშუაიმ "ვალენსიაში" გაატარა. ბელგიელმა 23 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მიში მოედანზე საშუალოდ 45 წუთს ატარებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118143