ფეხბურთი

12:19 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი ფაბრეგასის შემცვლელს ითხოვს

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კლუბმა სესკ ფაბრეგასის შემცვლელი უნდა მოძებნოს. იტალიელმა სპეციალისტმა "ნიუკასლთან" მოგებული პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ჟორჟინიო კარგად ვერ გამოიყურებოდა და მისი შეცვლა ვერ შეძლო.

"როგორც ნახეთ ჟორჟინიო კარგად ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ მის პოზიციაზე (ნახევარდაცვა) არავინ მყავდა. სხვა იდეა არ მქონდა, ასე რომ კლუბმა იცის ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ პოზიციაზე მჭირდება ფეხბურთელი და კლუბმა უნდა გადაწყვიტოს რამე, მე სხვა არაფერი შემიძლია." - განაცხადა სარიმ.

ფაბრეგასმა "ჩელსი" რამდენიმე დღის წინ დატოვა და "მონაკოში" გადავიდა. "არისტოკრატებს" ინგლისური მედია ლეანდრო პარედესს და ნიკოლა ბარელას უკავშირებენ. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნულ ფეხბურთელებთან კლუბი აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109605