ფეხბურთი

0:16 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: „ბარსელონამ“ იანვარში, შესაძლოა, ერთი შემტევი დაიმატოს“

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ერთი თავდამსხმელის დამატებას არ გამორიცხავს.

„მუნირ ელ-ჰადადის წასვლის შემდეგ, შეტევაში ერთი ადგილი გაგვითავისუფლდა. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ-ჯერობით ღიაა. ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა ახალი მოთამაშის შეძენას. თუ ვერა, მაშინ ვინმეს მეორე გუნდიდან დავაწინაურებთ.“ - განუცხადა 54 წლის სპეციალისტმა Goal.com-ს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელის, ალვარო მორატას იჯარით აყვანას აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, გადაწყვეტილება შეცვალა და ექსრეალელზე უარი თქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111062