ფეხბურთი

20:25 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ბრაზილიელი მეკარის დამატებასთან ახლოსაა

მილანის "ინტერი" "კრუზეიროს" მეკარის გაბრიელ ბრაზაუს დამატებასთან ახლოსაა. როგორც CalcioMercato იუწყება, კლუბებს შორის მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და წინასწარი შეთანხმებით 18 წლის მეკარეს "ინტერი" ჯერ "კიევოში" გაანათხოვრებს და მილანური გუნდის რიგებში თამაშს ბრაზაუ მომდევნო სეზონში დაიწყებს.

გაბრიელი "კრუზეიროს" სარეზერვო გუნდში გასული წლის იანვარში დააწინაურეს, ხოლო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2018 წლის ნოემბერში გამოიძახეს, თუმცა ჯერჯერობით დებიუტი ნაკრებში არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112541