ფეხბურთი

18:00 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "მინიმუმ 1 წელი თამაში კიდევ მინდა"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს. 40 წლის იტალიელის განცხადებით, თუ პარიზელებისგან წინადადებას მიიღებს, ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

„თუ პსჟ ახალ კონტრაქტს შემომთავაზებს, სიამოვნებით გავაგრძელებ. მინდა, რომ კიდევ ეთი წელი მინიმუმ ვითამაშო. კარიერა არ დავასრულე, რადგან ვგრძნობ, რომ მაქვს ძალა ისევ ვითამაშო“, - განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი 2001-2018 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა, ხოლო გასულ ზაფხულს პსჟ-სთან ერთწლიანი კონტრაქტი 1 წლის გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა.

საგულისხმოა, რომ ლეგენდარულ იტალიელს მიმდინარე თვეში 41 წელი შეუსრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119535