ფეხბურთი

15:58 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინის "მილანში" ეპატიჟებიან

იტალიური „მილანი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ მარუან ფელაინის ისევ ეპატიჟება. აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა Nieuwsblad-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, იტალიელი 31 წლის ფეხბურთელის გადაბირებას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ფელაინის „მილანი“ ზაფხულშიც ეპატიჟებოდა, მაგრამ ბელგიელმა ინგლისში დარჩენა ამჯობინა.

თუმცა, ოლე გუნარ სოლსკიაერის „მანჩესტერში“ დანიშვნამ ყველაფერი შეცვალა - მარუანი იშვიათად თამაშობს და გუნდის დატოვება უნდა.

მიმდინარე სეზონში ფელაინიმ ყველა ტურნირის ჩათვლით 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112398