ჭადრაკი

1:20 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტურუამ იმარჯვა, პეტრიაშვილი ყაიმს დასჯერდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გრძელდება ანდრანიკ მარგარიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი მოჭადრაკეები ზურაბ სტურუა (2533) და ნიკოლოზ პეტრიაშვილიც (2479) არიან ჩართულნი.

მე-4 ტურში სტურუამ თეთრი ფიგურებით მასპინძელი ლევონ ბაბუჯიანი (2488) დაამარცხა, პეტრიაშვილი კი შავებით კიდევ ერთ სომეხ არტურ დავთიანს (2396) დაუზავდა. შედეგად, სტურუა 2.0 ქულით მე-5 ადგილზე დამკვიდრდა, პეტრიაშვილი კი 0.5 ქულით ბოლო – მე-10 პოზიციაზეა.
9 ტურად მიმდინარე ერევნულ ტურნირზე მე-5 ტურის პარტიები 12 იანვარს ჩატარდება. სტურუა შავი ფიგურებით ირანელ არიან გოლამის (2488) ეთამაშება, პეტრიაშვილი კი თეთრებით სომეხ არმან მიკაელიანს (2474) გაეჯიბრება.
ამ დროისთვის შეჯიბრს 3-3 ქულით სწორედ ხსენებული გოლამი და რუსი კლემენტი სიჩევი (2537) ლიდერობენ. ვთქვათ ისიც, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 000 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 1 200-ს მიიღებს.

Loading...
0.128762