ფეხბურთი

18:05 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვი "გაბალაში" ითამაშებს

თბილისის „საბურთალოს“ ყოფილი თავდამსხმელი დავით ვოლკოვი კარიერას აზერბაიჯანის პრემიერლიგის ბინადარ „გაბალაში“ გააგრძელებს. როგორც აზერბაიჯანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

24 წლის ვოლკოვმა გასული სეზონი „საბურთალოში“ ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა. მანამდე ასევე უთამაშია „გაგრაში“, „დინამოში“, „ჩიხურაში“ და „სიონში“.

2017 წელს სერბული „ზემუნის“ ღირსებას იცავდა. რაც შეეხება „საბურთალოს“, ვოლკოვი ამ გუნდში 2017-2019 წლებში თამაშობდა და 40 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

0.115031