ფეხბურთი

16:05 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ მიულერი ჩემპიონთა ლიგაში ორი მატჩით დასაჯა

უეფამ თავის ოფიციალურ გვერდზე გერმანელი ტომას მიულერის მიმართ გატარებული სანქციების შესახებ გამოაცხადა. „ბაიერნის“ შემტევ ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგაში ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუდგინეს, „აიაქსთან“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში (3:3) მიღებული წითელი ბარათის გამო.

შეგახსენებთ, რომ იმ მატჩში მიულერმა ამსტერდამელ ნიკოლას ტალიაფიკოს უკნიდან თავში წიხლი ჩაარტყა, რის შემდეგაც არგენტინელს რამდენიმე ნაკერი დაადეს.

ამისდაკვალად, მიულერს, „ლივერპულთან“ ორივე მერვედფინალური მატჩის (19 თებერვალი, 13 მარტი) გამოტოვება მოუწევს.

Loading...
სტატისტიკა
0.232214