სხვა

14:50 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა სუმოისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ 2019 წლის პირველი სუპერტურნირის სასტარტო დღეების განრიგი გამოაქვეყნა, საიდანაც ვგებულობთ, რომ ჰაცუ ბაშოს ტრავმის გამო არცერთი სეკიტორი არ დააკლდება. საქმეში ვიხილავთ ქართველ გოლიათ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინსაც, რომლის დოჰიოზე გასვლაც ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ტოჩინოშინი, რომელსაც მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი, იანვრის სუპერტურნირს კვლავაც დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ხვდება. საწყის დღეებში მისი მეტოქეები იაპონელი მე-2 მაეგაშირები – ჰოკუტოფუჯი და ნიშიკიგი იქნებიან. ქართველი სუმოისტი პირველ მათგანს ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს, მეორეს კი – 3:1-ს.


მნიშვნელოვანი ბაშო ელის გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელსაც, რომელიც მცირე პაუზის მერე, რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დაბრუნდა და სეკიტორის წოდების შენარჩუნებისთვის უეჭველად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება.
გაგამარუ ჯურიოში უმდაბლესი მე-14 განთესვით ებმება და სასტარტო ორთაბრძოლაში რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტას ლიდერ კირიბაიამას გაეჯიბრება. ქართველი გოლიათი იაპონელ რიკიშის კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ჰაცუ ბაშო ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” 13-27 იანვარს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129064