ფეხბურთი

9:49 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლსკიაერი: "პოგბა "ტოტენჰემთან" ითამაშებს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ პოლ პოგბა პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გუნდს დაეხმარება.

"პოგბამ ბოლო შეკრებაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა. ის ნელ-ნელა ფორმაში შედის. წესით პოგბამ პრემიერლიგის 22-ე ტურში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ უნდა ითამაშოს"- განაცხადა სოლსკიაერმა.

პოგბამ ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე ერთად 18 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.123222