ფეხბურთი

20:10 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაბიადინი "სამპდორიაში" ითამაშებს

"საუთჰემპტონის" თავდამსხმელი მანოლო გაბიადინი კარიერას "სამპდორიაში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, კლუბებმა შეთანხმებას ტრანსფერის შესახებ უკვე მიაღწიეს.

როგორც ცნობილი გახდა, იტალიელები თავდამსხმელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდიან და თუ ფეხბურთელი წარმატებულად ითამაშებს და "სამპდორია" ევროპულ ტურნირებზე მოხვდება, ინგლისელები დამატებით 750,000 ევროს მიიღებენ.

გაბიადინი გენუურ კლუბში 2013-15 წლებში უკვე თამაშობდა და მაშინ 50 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მანოლო შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა, მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და 15 მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120305