ფეხბურთი

4:30 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისკომ სოლარის საწინააღმდეგო კომენტარი მოიწონა - ესპანელს მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს?

ისკო ალარკონი მადრიდის „რეალში“ როგორც ჩანს ბედნიერი აღარაა. ესპანურ მედიას ამის დასტურად კიდევ ერთი მიზეზი მიეცა - ისკომ სოციალურ ქსელში გულშემატკივრის კომენტარი მოიწონა, რომლითაც სანტიაგო სოლარის აკრიტიკებდა.

„რეალი“ სამეფო თასზე „ლეგანესს“ დაუპირისპირდა და ისკო ისევ ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. ტვიტერში კი ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა:

„ძირითადშია სებალიოსი და კაზემირო, რომელიც უფრო ცუდ ფორმაშია, ვიდრე ისკო“ - ეს კომენტარი ესპანელმა ნახევარმცველმა მოიწონა.

მართალია, მალავე მოწონება გააუქმა, მაგრამ ესპანურმა მედიამ მოასწრო ამ თემით სპეკულირება. მოგეხსენებათ, სოლარი 26 წლის ფეხბურთელს იშვიათად ენდობა და ამბობენ, რომ პირინელი ფანტაზისტა მადრიდის დატოვებას აპირებს.

რაც შეეხება „ლეგანესთან“ მატჩს, „რეალმა“ 3:0 მოიგო, ხოლო ისკო მოედანზე 71-ე წუთიდან გამოჩნდა.

თეგებიისკორეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110047