ჭიდაობა

1:42 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეიდან, სპორტის სასახლეში...

თბილისის სპორტის სასახლეში საჭიდაო ხალიჩები გაიშალა. 10-13 იანვარს, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობებში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი გაიმართება, რომლის შედეგებთაც საქართველოს ნაკრების ახალი შემადგენლობა გამოიკვეთება.

ოთხდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს - 10 იანვარს საქმეში ჩაებმებიან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები 55, 67 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში და თავისუფლები - 65, 79, 86 და 97 კილოგრამებში. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველობაზე მონაწილეობა ყველა ტიტულოვანი მოჭიდავისთვის სავალდებულოა. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე ტრავმირებულს შეეხო.

10 იანვარს შიდა კონკურენციაში სხვებთან ერთად ჩაებმებიან: ნუგზარ წურწუმია, გიორგი თოხაძე (ორივე 55 კგ), რამაზ ზოიძე, საჩინო დავითაია, გიორგი კურტანიძე (სამივე 67 კგ), რობერტ კობლიაშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე 87 კგ), დავით ხუციშვილი, ნიკა კენჭაძე, ტარიელ გაფრინდაშვილი (სამივე 79 კგ), სანდრო ამინაშვილი, ზაურ ბერაძე (ორივე 86 კგ), ელიზბარ ოდიკაძე, გივი მაჭარაშვილი და ზურიკო ურთაშვილი (97 კგ).
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11:00-დან 15:00 საათამდე გაიმართება, 17:00 საათზე კი ნახევარფინალები დაიწყება.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

Loading...
0.146812