ფეხბურთი

19:20 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი "აიაქსს" ზაფხულამდე არ დატოვებს

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატიის დე ლიხტი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ თავად 19 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა განაცხადა.

"არ მინდა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "აიაქსის" დატოვება. ტიტულები გვაქვს მოსაგები და ჩვენ გუნდში დარჩენა გვინდა, რათა წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ“, - განაცხადა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტს ევროპული გრანდები ეპატიჟებიან. მათ შორის, განსაკუთრებით პსჟ, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და „ბაიერნი“ აქტიურობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115302