ფეხბურთი

0:52 | 9.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასი კამერუნიდან ეგვიპტეში

აფრიკის ეროვნებათა თასის 2019 წლის გათამაშებას ეგვიპტე უმასპინძლებს. ტურნირის მასპინძლის გამოვლენისას, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია 17 ხმა მიიღო და მცირედით აჯობა კონკურენტ სამხრეთ აფრიკას - 16 ხმა.

აფრიკის თასი 2019 წლის ივნისში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 აფრიკული ნაკრები მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ტურნირის მასპინძლობა კამერუნს დაევალა, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოების სერიოზული შეფერხების გამო მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა.

0.102782