სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:10 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაბედავა: "მინდოდა ძალები მაღალ დონეზე მომესინჯა და პოლონეთში ამის შანსი მექნება"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი გაბედავა მიმდინარე წლის დასაწყისში სოსნოვეცის „ზაგლებიეში“ გადავიდა. ქართველმა ფორვარდმა ახალ გუნდთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა 1 წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.

„ზაგლებიე“ ექტსრაკლასაში თამაშობს, თუმცა აუტსაიდერია - 20 ტურის შემდეგ მხოლოდ 12 ქულა აქვს და ბოლო, მე-16 საფეხურზე იმყოფება. გაბედავამ ახალ გუნდში უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში და გუნდის ვებგვერდმა პატარა ინტერვიუც ჩამოართვა.

- რატომ გადაწყვიტეთ სოსნოვეცის „ზაგლებიეში“ თამაში?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ მთავარ მწვრთნელ ვალდას ივანაუსკასს უნდოდა ჩემი დამატება. დამირეკა და პირადად მომიწვია სოსნოვეცში. ვფიქრობ, პატივსცემს ჩემს ამ გუნდში მოსვლას. ეს კარგი არჩევანია, მინდოდა, რომ მაღალ დონეზე მეთამაშა და პოლონეთში მექნება შანსი ჩემი შესაძლებლობები გამოვაჩინო, ვითამაშო კარგ ჩემპიონატში.

- რას ფიქრობთ, პოლონურ ფეხბურთზე, „ზაგლებიეზე“?

- ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პოლონური ფეხბურთი კიდევ უფრო საინტერესო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში განსაკუთრებული წარმატებით პოლონეთის ნაკრებს არ უთამაშია. რაც შეეხება „ზაგლებიეს“, უმაღლეს დივიზიონში ბოლო ადგილზეა, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მჯერა, რომ ადგილის შენარჩუნებას შევძლებთ.

- პოლონეთში ბევრი ქართველი თამაშობს და საკმაოდ შედეგიანად. რომელიმეს პირადად იცნობთ?

- ბევრ ქართველ ფეხბურთელს ვიცნობ, რომლებიც თამაშობდნენ ან ახლა თამაშობენ პოლონეთში. მათთან ბევრჯერ მისაუბრია და პოლონურ ფეხბურთს მაღალ დონეზე აფასებდნენ. საფეხბურთო თვალსაზრისით აქ განვითარება შესაძლებელია. მერებაშვილი, ზარანდია, ძალამიძე კარგი ფეხბურთელები არიან. ასევე ვიცნობ დვალიშვილსა და სხვებს. მათ მითხრეს, რომ პოლონეთში არამარტო კარგი დონეა, არამედ თამაშებს ბევრი გულშემატკივარიც ესწრება.

- საქართველოში 22 გოლი გაიტანეთ. პოლონეთში რამდენი გინდათ, რმ გაიტანოთ?

- ვნახოთ რა მოხდება ახლა (იღიმის). ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ასევე ჩემს თანაგუნდელებზე. რამდენ გოლს გავიტან, ეს მთავარი არაა. ჩემი მიზანია გუნდს დავეხმარო და „ზაგლებიემ“ ადგილი შეინარჩუნოს. ესაა მიზეზი, რატომაც პოლონეთში წამოვედი, გოლები მხოლოდ მეორე მიზანია.

- პოლონეთში ოჯახთან ერთად იცხოვრებთ თუ მარტო?

- ჩემი ოჯახი სოსნოვეცში ჩამოვა. ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერდა და მოუთმენლად ველოდები მათ. ჩემი მეუღლის სახელია მარი და ორი შვილი გვყავს - ანასტასია და ალექსანდრა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.140845
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X