ფეხბურთი

17:52 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" "ჯენოას" ფეხბურთელის იჯარით დამატება უნდა

მადრიდის „რეალი“ შეტევაში არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს. As-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ იტალიური „ჯენოას“ თავდამსხმელის კრიშტოფ პიონტეკის გადაბირებით დაინტერესდა.

საქმე ეხება 6-თვიან იჯარას. „რეალს“ უნდა, რომ პოლონელი შემტევი მადრიდში მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გადაიყვანოს და „ჯენოას“ ფეხბურთელის განათხოვრებაზე დაყოლიებას იმედოვნებს.

საინტერესოა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, გენუელებმა პიონტეკის ზამთარში გასხვისება გამორიცხეს.

აქვე გეტყვით, რომ 23 წლის ფორვარდი „ჯენოამ“ გასულ ზაფხულს „კრაკოვიადან“ 4 მილიონ ევროდ შეიძინა. პიონტეკი ახალ გუნდს ჩინებულად მოერგო და 19 მატჩში 13 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125965