კალათბურთი

13:43 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოკიჩი და ემბიდი კვირის მოთამაშეებად აღიარეს

“დენვერ ნაგეთსისა” და “ფილადელფია სიქსერსის” ცენტრები ნიკოლა იოკიჩი და ჯოელ ემბიდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, შესაბამისად, დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.

ორივე ხსენებულმა გუნდმა კვირა მაქსიმალური შედეგით (3 მოგება) დაასრულა. იოკიჩის საშუალო მონაგარი 28.0 ქულა, 13.0 მოხსნა და 9.0 პასი იყო, ემბიდი კი საშუალოდ 31.7 ქულას, 16.3 მოხსნასა და 2.0 დაფარებას აგროვებდა.

0.114044