სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

13:51 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრობიდან მწვრთნელობამდე და "მანჩესტერზე" შურისძიების დიდი სურვილი - "ოლდემის" ზღაპარი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ინგლისის ასოციაციის თასზე პრემიერლიგის ბინადარი „ფულჰემი“ ლონდონში „ოლდემ ატლეტიკთან“ მოულოდნელად დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

„ოლდემი“ ინგლისის ლიგა 2-ში (რანგით მეოთხე დივიზიონი) თამაშობს და ერთი ჩვეულებრივი გუნდია, რომლისგანაც „ქრავენ კოტეჯზე“ გამარჯვებას ბევრი არ ელოდა. თუმცა. სერიჯისა და ლანგის გოლებმა „ოლდემს“ კლაუდიო რანიერის გუნდი დაამარცხებინა.

საინტერესოა, რომ „ოლდემს“ არაპროფესიონალი მწვრთნელი ჰყავს - 26 დეკემბერს, როდესაც ეს გუნდი „კარლსლაილთან“ 0:6 განადგურდა, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი გაათავისუფლა და გუნდში 33 წლის პეტერ ვაილდი დანიშნა. ვაილდი, რომელსაც მანამდე საფეხბურთო გუნდის მწვრთნელად არ უმუშავია, უბრალოდ „ოლდემ ატლეტიკის“ თავგადაკლული ქომაგი იყო.

სხვათა შორის, ვაილდს „ოლდემში“ დიდებული დასაწყისი აქვს - სამი თამაში, სამი გამარჯვება: „პორტ ვეილთან“ (4:1), „ნოთს ქაუნთისთან“ (2:0) და „ფულჰემთან“ (2:1).

აღსანიშნავია, რომ „ოლდემ ატლეტიკი“ ასოციაციის თასის ნახევაფინალში 1993-1994 წლების სეზონში გავიდა, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. „უემბლიზე“ გამართული 1/2 ფინალი ძალზე დრამატული გამოდგა. ძირითად დროში გოლი არ გასულა, ხოლო დამატებით დროში „ოლდემი“ ნილ პოინტონის 106-ე წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა და ფინალთან ძალიან ახლოს იყო. თუმცა, ბოლო, 120-ე წუთზე მარკ ჰიუზის გოლმა „ოლდემს“ უდიდესი გამარჯვება წაართვა. შედეგად დაინიშნა გადათამაშება, რომელიც სამი დღის შემდეგ მანჩესტერში, ოღონდ არა „ოლდ ტრაფორდზე“, არამედ „მეინ როუდზე“ შეგდა. აქ უკვე „ოლდემმა“ მეორე სასწაული ვერ მოახდინა, 1:4 წააგო და ფინალს მიღმა დარჩა.

სწორედ ამიტომ ვაილდს 25 წლის შემდეგ „მანჩესტერზე“ შურისძიება უნდა:

„ყველაზე ამაყი ადამიანი ვარ მთელს ოლდემში. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. მინდა, რომ მომდევნო ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ შევხვდეთ, რადგან 1994 წელს ამ გუნდმა ჩემი ბავშვობა გაანადგურა!“

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.112024
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X