სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:29 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

7 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1990 – დაიბადა ელენე გედევანიშვილი. საუკეთესო ქართველი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 2010 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2003 და 2004 წლებში გახდა საქართველოს ჩემპიონი. საერთაშორისო ტურნირებიდან მოგებული აქვს ესტონეთის გრან-პრი (2006) და კარლ შაფერის მემორიალი (2007). ტურინის 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დაიკავა მეათე ადგილი (მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო). 2010 წლის ოლიმპიადაზე დაიკავა მეთოთხმეტე ადგილი. სლოვაკიის გრან-პრის მესამეადგილოსანი. მონაწილეობდა მსოფლიოს 7 ჩემპიონატზე და ამდენჯერვე იასპარეზა ევროპის პირველობაზე. კონტინენტის 2006 წლის ჩემპიონატზე დაიკავა მეხუთე ადგილი. მსოფლიოს 2009, 2011 და 2012 წლების ჩემპიონატებზე გავიდა 10-ე ადგილზე. ელენე გედევანიშვილი ასრულებს ურთულეს ილეთს – “ბილმანის ორმაგ ბრუნს” ფეხის მონაცვლეობით. გედევანიშვილი ღირსების ორდენის კავალერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1785 – ფრანგმა ბლანშარმა და ინგლისელმა ჯეფრისმა საჰაერო ბურთით პირველად მოახერხეს ლა მანშის გადაფრენა.

1910 – ”ოტავა სენატორზმა” ორი მატჩის ჯამში ”ონტარიო” დაამარცხა და ჰოკეიში სტენლის თასი მოიპოვა.

1912 – ინგლისის საფეხბურთო პირველობის მეორე დივიზიონის მატჩი ”გრიმსბი თაუნსა” და ”ლესტერ ფოსის” შორის ბურუსში მიმდინარეობდა და ლესტერელთა ექვსმა მოთამაშემ მოედანი მსაჯის დაუკითხავად დატოვა. საფეხბურთო ასოციაციამ თითოეული მათგანი ხუთ-ხუთი გირვანქათი დააჯარიმა, ხოლო მწვრთნელ ჰარლი ტომპსონს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

1927 – ამერიკელმა ბიზნესმენმა ეიბ სეიპერსტაინმა საკალათბურთო-საცირკო გუნდი ”ჰარლემ გლოუბთროთერზი” დააარსა და ამ გუნდმა თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა. ”ჰარლემელებმა” ზედიზედ 2 495 მატჩი ჩაატარეს წაუგებლად.

1936 – ამერიკელმა ჩოგბურთელებმა ელენ მუდიმ და ჰოვარდ კინსლიმ საათსა და 18 წუთის განმავლობაში 2001 დარტყმა განახორციელეს.

1960 – ინგლისის ნაკრებისა და ”ბოლტონ უონდერერსის” ცენტრფორვარდმა ნეთ ლოფტჰაუზმა მუხლის ტრავმის გამო ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. მან ინგლისის ნაკრებში 32 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. ლოფტჰაუზმა ”ბოლტონის” შემადგენლობაში 449-ჯერ ისპარეზა და 255 ბურთის გატანა მოახერხა. 1958 წელს ბოლტონელებმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედს” 2:0 მოუგეს და ორივე გოლი ლოფტჰაუზის ანგარიშზეა.

1966 – ჯინ კინისკიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუი ტეცი დაამარცხა და ჭიდაობის ეროვნული ასოციაციის (NWA) ვერსიით პლანეტის უძლიერესი ფალავანი გახდა.

1972 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა ”ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” რეგულარული პირველობის ზედიზედ 33-ე მატჩი მოიგო, რითაც NBA-ს რეკორდი დაამყარა.

1980 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ”ფილადელფია ფლაიერზის” 35 წაუგებელი შეხვედრისგან შემდგარი სერია შეწყდა. ფილადელფიელები ”მინესოტასთან” დამარცხდნენ.

1985 – ლუი ბროკი და ჰოიტ ვილჰელმი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1989 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ”კლივლენდ კავალიერზმა” ”ნიუ იორკ ნიკზთან” თამაშისას 21 ბლოკ-შოტი განახორციელა, რითაც NBA-ს რეკორდი დაამყარა. კლივლენდელებმა იმ დღეს რეგულარული პირველობის ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრა მოიგეს.

1990 – ლინ ჯენინგსმა დახურული დარბაზებისათვის 5 კილომეტრზე რბენაში ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (15:22.64).

1992 – ტომ სივერი და როლი ფინგერსი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1994 – ტონია ჰარდინგი ციგურებით ფიგურულ სრიალში აშშ-ის ჩემპიონი გახდა.

2004 – მადამ ტიუსოს ლონდონის ცვილის ფიგურათა გალერეას დევიდ ბექჰემისა და მისი მეუღლის ვიქტორია ადამსის ქანდაკებები დაემატა.

2005 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში ერთმანეთს ის გუნდები შეხვდნენ, რომელთა რიგებში 2004 წლის საზაფხულო დრაფტის პირველ-მეორე ნომრები თამაშობდნენ. დუაიტ ჰოვარდმა და ”ორლანდო მეჯიკმა” ემეკა ოკაფორი და ”შარლოტ ბობკეთსი” 111:91 დაამარცხა.

2008 – ფორმულა1-ის სკუდერია “მაკლარენმა” თავისი ახალი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო.

2013 - ვიქტორ სანიკიძემ სიენას “მონტეპასკის” ორმაგი დუბლი შეაწია.სანიკიძე “სუტორ მონტეგრანაროსთან” მოგებულ მატჩში (93:79) სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში 13 ქულა, 12 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

2013 - ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეოთხედ დასახელდა ერთი და იგივე ფეხბურთელი. ლიონელ მესი მსოფლიოს 2009, 2010, 2011 და 2012 წლის საუკეთსეო ფეხბურთელია. ლიონელ მესიმ ხმების 41.60% მიიღო. 23.68%-ით, მეორე ადგილზე გავიდა კრიშტიანუ რონალდუ.

2013 - FIFPro-ს 2012 წლის სიმბოლური ნაკრები. გასული წლის საუკეთესო გუნდი მთლიანად ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტდა. 5-5 წარმომადგენელი „ბარსელონასა“ და „რეალს“ ჰყავთ, ხოლო ერთი - „ატლეტიკოს“.

ამ დღეს დაიბადნენ

1875 – თომას ჰიკზი. ინგლისელი (მოგვიანებით იცავდა აშშ-ის ღირსებას) მძლეოსანი. 1904 წლის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა მარათონულ გარბენში.

1890 – მორის მაკლუგინი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1912 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი.

1910 – ჯეკ ლოველოკი. წარმოშობით ახალზელანდიელი ამერიკელი მძლეოსანი. 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ლოველოკი ქირურგი გახდა და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის დროსაც წარმატებული კარიერა ჰქონდა.

1916 – პაულ კერესი. ესტონელი მოჭადრაკე. 1950 წელს მოიპოვა საერთაშორისო დიდოსტატის ტიტული. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი. გარდაიცვალა 1975 წლის 5 ივნისს.

1917 – ოტო გლორია. პორტუგალიელი საფეხბურთო სპეციალისტი. ევროპაში ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ბრაზილიური სისტემა 4-2-4 განლაგებით. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატზე პორტუგალია მესამე ადგილზე გაიყვანა.

1929 – კენეტ ჰენრი. ამერიკელი მოციგურავე. 500 მეტრზე რბენაში 1952 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1934 – ჩარლზ ლემონტ ჯენკინსი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე რბენაში 1956 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1937 - ჯემალ ზეინკლიშვილი. თბილისის “დინამოს” მცველი. 1964 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1959 და 1962 წლებში მოიპოვა პირველობის ბრინჯაოს მედლები, 1960 წელს კი ითამაშა საკავშირო თასის ფინალში. ერთხელ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. საკავშირო პირველობებზე ჩაატარა 171 მატჩი. ჯემალ ზეინკლიშვილი 2012 წელს გარდაიცვალა.

1939 – რომუალდ არპი-ფილიო. ბრაზილიელი საფეხბურთო მსაჯი. სჯიდა მსოფლიოს 5 ჩემპიონატის (1970, 1974, 1978, 1982, 1986) მატჩებს. ამ მხრივ იგი სამსაჯო კორპუსის რეკორდსმენია. სჯიდა 1986 წლის მუნდიალის ფინალს.

1942 – ვასილი ალექსეევი. ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ძალოსანი. პირველი ათლეტი, რომელმაც სამჭიდის ჯამში 600 კგ ზღვარი გადალახა. დაამყარა 80 მსოფლიოს რეკორდი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში (1972, 1976). მიუნხენის ოლიმპიადაზე სამჭიდის ჯამში აჩვენა 640 კგ, ხოლო მონრეალის თამაშებზე ორჭიდში 440 კგ დააფიქსირა. ალექსეევი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია (1070, 1971, 1973, 1974, 1975, 1977) და რვაჯერ მოიგო ევროპის პირველობა (1970-75, 77, 78). ვასილი ალექსეევმა თვრამეტჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი სამჭიდში.

1943 – რობერტო დიას ბლანკო. “სან პაულოს” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 450 მატჩი, გაიტანა 69 გოლი. ერთნაირი წარმატების გამოდიოდა თავდასხმაში, ნახევარდაცვასა და დაცვაში.

1950 – იან შვეგლიკი. ჩეხი ფეხბურთელი. ამპლუით ფორვარდი. ევროპის 1976 წლის ჩემპიონი. ჩეხოსლოვაკიის სამგზის ჩემპიონი.

1953 – დიტერ ჰიონესი. მიუნხენის “ბაიერნისა” და გფრ-ს ნაკრების თავდამსხმელი. მსოფლიოს 1986 წლის ვიცე-ჩემპიონი. გერმანიის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ბუნდესლიგაში ჩაატარა 262 მატჩი, გაიტანა 120 გოლი.

1955 – გრაციანო ბინი. მილანის “ინტერის” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლიბერო. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 233 მატჩი, გაიტანა 7 გოლი.

1956 – როზალინ ბრაიანტი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1968 – ანდრეი ჩერიშევი. რუსეთის ნაკრების, მოსკოვის “დინამოსა” და “სპარტაკის”, ავსტრიული “შტურმისა” და საბერძნეთის პაოკ-ის მცველი. რუსეთის ნაკრებში ჩაატარა 29 მატჩი. წვრთნიდა რუსეთის ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებს, მოსკოვის “სპარტაკს” და თბილისის “დინამოს” (2006).

1969 – მარკო სიმონე. “მილანის”, “მონაკოსა” და პსჟ-ს ფორვარდი. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული. ამავე ტურნირის ორგზის ფინალისტი. “მილანთან” ერთად მოგებული აქვს საკონტინენტთაშორისო თასი. იტალიის ოთხგზის ჩემპიონი. საფრანგეთის ჩემპიონი.

1970 – ტოდ დეი. ”ბოსტონ სელტიკსის” გამთამაშებელი-მსროლელი. მოპოვებული აქვს NBA-ს ჩემპიონობა.

1972 – ოლეგ ჰოლოვკო. უკრაინის ნაკრებისა და კიევის ”დინამოს” მცველი.

1972 – დონალდ ბრეშორი. ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) კლუბ ”ფილადელფია ფლაიერზის” მარცხენა ფორვარდი.

1973 – კობა გოგოლაძე. ფოთელი მოკრივე. მოყვარულ მოკრივეთა შორის გამოდიოდა 60 კგ წონით კატეგორიაში. 1991 წელს მოიგო სტოკჰოლმის საერთაშორისო ტურნირი. გოგოლაძე 1993 წელს დსთ-ის პირველობის ვერცხლის პრიზიორია. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კობა გოგოლაძემ პირველ წრეში ქულებით მოუგო კორეელ პოლ როის (17:9), შემდეგ დაამარცხა კუბელი ხულიო გონსალესი (14:9), მეოთხედფინალში კი წააგო რუმინელ ლეონარდ დოროფტეისთან (8:17). მოგვიანებით კობა გოგოლაძე პროფესიონალებში გადავიდა. ”კობრას” სახელით ცნობილი გოგოლაძე ამჟამად აშშ-ის სახელით გამოდის და პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული ორთაბრძოლების უმრავლესობაში წარმატებას მიაღწია - წაგებული აქვს ერთადერთი ორთაბრძოლა (ალმაზბეკ რაიმკულოვთან).

1974 – ხულენ გერერო. ბასკი ფეხბურთელი. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში იცავდა ბილბაოს “ატლეტიკის” ღირსებას.

1980 – რიკ აპოდაჩა. პუერტო-რიკოს საკალათბურთო ნაკრების მსროლელი (192 სმ). ათენის 2004 წლის ოლიმპიადის მონაწილე.

1981 – რის გეიენსი. NBA-ს კლუბ ”ჰიუსტონ როკითსის” გამთამაშებელი-მსროლელი (198 სმ).

1981 – მარკის დენიელსი. NBA-ს კლუბ ”დალას მავერიკსის” მსროლელი (198 სმ).

1990 – ელენე გედევანიშვილი. საუკეთესო ქართველი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 2010 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2003 და 2004 წლებში გახდა საქართველოს ჩემპიონი. საერთაშორისო ტურნირებიდან მოგებული აქვს ესტონეთის გრან-პრი (2006) და კარლ შაფერის მემორიალი (2007). ტურინის 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დაიკავა მეათე ადგილი (მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო). 2010 წლის ოლიმპიადაზე დაიკავა მეთოთხმეტე ადგილი. სლოვაკიის გრან-პრის მესამეადგილოსანი. მონაწილეობდა მსოფლიოს 7 ჩემპიონატზე და ამდენჯერვე იასპარეზა ევროპის პირველობაზე. კონტინენტის 2006 წლის ჩემპიონატზე დაიკავა მეხუთე ადგილი. მსოფლიოს 2009, 2011 და 2012 წლების ჩემპიონატებზე გავიდა 10-ე ადგილზე. ელენე გედევანიშვილი ასრულებს ურთულეს ილეთს – “ბილმანის ორმაგ ბრუნს” ფეხის მონაცვლეობით. გედევანიშვილი ღირსების ორდენის კავალერია.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1946 – ედვარდ ბეინბრიჯი. იგი ერთადერთი პიროვნებაა, რომელიც ორ ლივერპულურ საფეხბურთო კლუბს, ”ევერტონსა” და ”ლივერპულს” ერთდროულად პრეზიდენტობდა.

1990 – 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) კლუბ ”მაიამი დოლფინზის” მეპატრონე ჯოზეფ რობი.

1998 – სლავა მეტრეველი. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.127948
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X