ფეხბურთი

2:41 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ისევ აგებს

„რეალი“ კვლავ აგრძელებს ქომაგების გაწბილებას. ჩანს, არც მწვრთნელის შეცვლა შველით. ამჯერად, მათ შინ სეხნია „რეალ სოსიედადთან“ წააგეს, რომელიც მანამდე მიჯრით ოთხჯერ დამარცხებულიყო პრიმერაში. მადრიდელებმა „დამსახურებულად“ წააგეს - სოლარის გუნდმა 90 წუთის განმავლობაში ხეირიანი ვერაფერი მოიფიქრა

„ბარსამ,“ კონკურენტისგან განსხვავებით, ახალი წელი გამარჯვებით დაიწყო. „ხეტაფეს“ სტუმრად 2:1 სძლია და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს პრიმერას. მესიმ და სუარესმა ისევ გაიტანეს და საინტრესოა, რომ მათ ჯამში მეტი გოლი დაუგროვდათ (28), ვიდრე მათ მოსისხლე მტერ, მადრიდის „რეალს“ მთელ სეზონში (26).

„ბარსელონას“ მიმდევართა შორის, სატურნირო ცვლილება არ მომხდარა. „სევილია“ - „ატლეტიკო“ ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ (1:1) და თავ-თავის ადგილებზე დარჩნენ. მართლაც ძალიან ფრთხილი და ანგარიშზე გათვლილი მატჩი გამოდგა „რამონ სანჩეს პისხუამზე.“ ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ჯერ ანდალუზიელთა ბოლოდროინდემა ფრანგმა ყოჩმა, ვისამ ბენ-იედრემა გახსნა ანგარიში, მერე კი მადრიდელთა ვარსკვლავმა, ანტუან გრიზმანმა „გასახდელის გოლი“ გაიტანა. მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, თუმცა დაძაბულობის ხარისხს, ის 12 გაფრთხილება წარმოაჩენს, რომელიც ვალენსიელმა არბიტრმა, მატეუ ლაოსმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს აჩვენა.

ესპანეთი

პრიმერა. მე-18 ტური. 6 იანვარი

სევილია - ატლეტიკო 1:1

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 38 605

1:0 ბენ-იედერი (37), 1:1 გრიზმანი (45)

სევილია: ვაცლიკი, კარისუ, ნიანონი (ამადუ 90), გომესი, ესკუდერო, ნავასი, მესა, სარაბია (პრომესი 79), ბანეგა, ბენ-იედერი, ანდრე სილვა (ხილი 90+3)

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

ატლეტიკო: ობლაკი, გოდინი, სავიჩი, ხუანფრანი, ტომასი, საული, როდრი, ლემარი (ვიტოლო 60), კოკე, კორეა (მონტერო 79), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: ნავასი (45), სარაბია (47), ბანეგა (72), ანდრე სილვა (90+2), კარისუ (90+4); კორეა (14), საული (49), გრიზმანი (54), როდრი (77), გოდინი (78), ტომასი (90+1), სავიჩი (90+2)

რეალი - სოსიედადი 0:2

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 53 412

0:1 ვილიანი (3, პენ), 0:2 რუბენ პედრო (83)

რეალი: კურტუა, მარსელო (რეგილონი 77), რამოსი, ვარანი, კარვახალი, მოდრიჩი, კაზემირო (ისკო 57), კროოსი (საბელიოსი 80), ვინისიუსი, ვასკესი, ბენზემა

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

სოსიედადი: რული, მუნიოსი (სუბელდია 84), მორენო, ლიორენტე, ელუსტონდო (სალდუა 69), სურუტუსა, ილიარამენდი,

მერინო (პარდო 73), ოიარსაბალი, იანუზაი, ვილიანი

მწვრთნელი: იმანოლ ალგუაცილი

მსაჯი: ხოსე მონტერო

გაფრთხილება: ვასკესი (40), მარსელო (52), მოდრიჩი (75), ისკო (88); ვილიანი (36)

გაძევება: ვასკესი (61)

ხეტაფე - ბარსელონა 1:2

ხეტაფე. „კოლისეო ალფონსო პერესი.“ 14 721

0:1 მესი (20), 0:2 სუარესი (39), 1:2 მატა (43)

ხეტაფე: სორია, ანტუნეში, კაბრერა, ჯანე, დამიან სუარესი, პორტილიო (იბანიესი 84), არამბარი, მაკსიმოვიჩი, ფულკე (მოლინა 58), ხაიმე მატა, ანხელი (საისი 74)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალესი

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, ალბა, ლანგლე, პიკე, რობერტო, ვიდალი (ბუსკეტსი 70), რაკიტიჩი, არტური (ალენია 88), დემბელე (კოუტინიო 84), მესი, ლუის სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: ფულკე (15), დამიან სუარესი (62), კაბრერა (68), მაკსიმოვიჩი (77); არტური (12), ალბა (15), ვიდალი (65)

ეიბარი - ვილიარეალი 0:0

0.111314