ფეხბურთი

19:20 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" პაულინიოს ტრანსფერში 50 მილიონს ევროს მიიღებს

"გუანჯოუ ევერგრანდი" მზადაა "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი პაულინიო 50 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჩინურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს და მიმდინარე სეზონში ესპანურ კლუბში დაბრუნდება. როგორც La Vanguardia იუწყება, ჩინელებს ფეხბურთელის გამოსყიდვა სურთ.

"გუანჯოუმ" ნახევარმცველი 2015 წელს "ტოტენჰემიდან" დაიმატა და ორი სეზონის შემდეგ "ბარსელონას" 40 მილიონ ევროს სანაცვლოდ მიყიდა. ჯამში ჩინური კლუბის მაისურით პაულინიომ 114 მატჩში 41 გოლი გაიტანა, "ბარსელონას" რიგებში კი 49 შეხვედრა ჩაატარა და ცხრაჯერ გამოიჩინა თავი.

0.107406