ფეხბურთი

16:42 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" კინტეროს დამატება უნდა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "პორტუს" საკუთრებაში მყოფი ხუან კინტერო შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს. Radio Closs Continental-თან საუბრისას კინტერომ დაადასტურა, რომ მისი აგენტი ინგლისური კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

შემტევი ნახევარმცველი "პორტუმ" 2013 წელს "პესკარადან" დაიმატა და მას შემდეგ სამ კლუბში გაანათხოვრა. ბოლოს იჯარის წესით კინტერო "რივერ პლეიტში" თამაშობდა და დეკემბრის ბოლოს პორტუგალიაში დაბრუნდა. ჯერჯერობით უცნობია "ქალაქელებს" კინტეროს იჯარა უნდათ თუ სრულფასოვანი ტრანსფერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115426