ფეხბურთი

16:12 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობენი შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს

ჰოლანდიელი ფეხბურთელი არიენ რობენი შესაძლოა მილანის "ინტერში" გადავიდეს. როგორც Tottomercatoweb-ი იუწყება, იტალიური კლუბი მზადაა ფეხბურთელს დამაკმაყოფილებელი წინადადება შესთავაზოს და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს. რობენს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და კლუბს დატოვებს.

რობენი "ბაიერნმა" 2009 წელს მადრიდის "რეალიდან" დაიმატა. გერმანული გუნდის მაისურით 305 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 143 გოლი და 101 საგოლე გადაცემა შეასრულა. არიენი ბუნდესლიგის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 2013 წელს მოიგო.

0.105826