ფეხბურთი

1:44 | 6.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ალავესმა“ „რეალი“ მეოთხე ადგილიდან ჩააჩოჩა

პრიმერას მე-18 ტური ცხრილის შუაში და ქვედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა გახსნეს, კვირას კი საქმეში ლიდერებიც ჩაებმებიან.

გამოსარჩევი მაინც „ალავესი“ – „ვალენსიას“ შეხვედრაა. ბასკებმა ვალენსიელებს ვიტორიაში ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს, 2:1 დაამარცხეს და მეოთხე საფეხურიდან, თავად მადრიდის „რეალი“ ჩააჩოჩეს. თუმცა, „სამეფო კლუბს“ მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თავიდან სტუმებმა იყოჩაღეს, ჩერიშევის წაქცევისათვის დანიშნული საჯარიმო, პარეხომ ახლო „ცხრიანში“ ჩაჭედა. მალევე მასპინძელმა ბორხა ბასტონმა გაათანაბრა. ტაიმის წამატებულ წუთებზე კი ტომას პინამ გაიტანა „გასახდელის გოლი,“ რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ესპანეთი

პრიმერა. მე-18 ტური. 4-5 იანვარი

ალავესი - ვალენსია 2:1

ვიტორია. „მენდისოროსა.“ 18 304

0:1 პარეხო (14), 1:1 ბასტონი (21), 2:1 ტომას პინა (45+2)

ალავესი: პაჩეკო, აგირეგაბირია, მარიპანი, ლაგუარდია, ნავარო, ხონი (გვიდეტი 90+3), გარსია, პინა, გომესი (სობრინო 85), ბასტონი (ბრაშანაცი 73), კალიერი

მწვრთნელი: აბელარდო

ვალენსია: ნეტო, ლატო (ბაჩუაი 69), დიაკაბი, გარაი, პაულისტა, ჩერიშევი, პარეხო, ვასი (ტორესი 62), პიჩინი, მინა, როდრიგო

მწვრთნელი: მარსელინო

მსაჯი: მედია ხიმენესი

გაფრთხილება: ლაგუარდია (13), ნავარო (25), პაჩეკო (82); ვასი (22), დიაკაბი (46), ტორესი (80)

ვალიადოლოდი - რაიო ვალეკანო 0:1

0:1 მედრანი (1)

87- წუთზე მიჩელმა (ვალიადოლიდი) ვერ გაიტანა პენალტი

უესკა - ბეტისი 2:1

0:1 სანარბია (55, პენ), 1:1 ფერეირო (74), 2:1 რივერა (79)

4 იანვარი

ლევანტე - ჟირონა 2:2

0:1 პორტუ (31), 1:1 მორალესი (58), 1:2 ალეშ გარსია (72), 2:2 კოკე (86)

ესპანიოლი - ლეგანესი 1:0

1:0 იგლესიასი (9)

გაძევება: ჟერარ გამბაუ (ლეგანესი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11106