ფეხბურთი

22:30 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩმა შესაძლოა "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს მარიო მანჯუკიჩს "იუვენტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, მანჯუკიჩი მზადაა კლუბში 2022 წლის ივლისამდე დარჩეს და კარიერა დაასრულოს.

მარიო "იუვენტუსის" გულშემატკივრების ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. "ბიანკონერმა" თავდამსხმელი 2015 წელს დაიმატა. მიმდინარე სეზონში მანჯუკიჩმა 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105394