ფეხბურთი

14:20 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო "არწივებში"?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და ლისაბონის „ბენფიკა“ ჩაიბაროს. Record-ის ინფორმაციით, „არწივების“ ხელმძღვანელობა „განსაკუთრებულის“ სამსახურითაა დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ ჟოზე „ბენფიკაში“ უკვე მუშაობდა, კერძოდ 2000 წელს და ლისაბონურ გუნდში მხოლოდ სამი თვე გაატარა.

მიმდინარე სეზონი „არწივებისთვის“ ცუდად მიმდინარეობს. პორტუგალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ 7 ქულით ჩამორჩება. სწორედ ამიტომ, რუი ვიტორია მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უკვე დაითხოვეს. რაც შეეხება მოურინიოს, "მანჩესტერიდან" ორი კვირის წინ გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119086