ფეხბურთი

11:47 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი "კრასნოდარში" საუკეთესოდ დაასახელეს (+VIDEO)

თორნიკე ოქრიაშვილის „კრასნოდარში“ აღარ თამაშობს, მაგრამ რუსული გუნდის ქომაგებმა მაინც გამოარჩიეს. საქმე ისაა, რომ სეზონის პირველი ნახევარის საუკეთესო გოლის წოდება ქართველი შემტევის შედევრმა მოიპოვა, რომელიც თორნიკემ „სევილიას“ გაუტანა.

გამოკითხულ გულშემატკივართა 35.51%-მა სწორედ ეს გოლი დაასახელა 2018-2019 წლების სეზონის პირველ ნახევარში „კრასნოდარის“ საუკეთესო გოლად. საინტერესოა, რომ ოქრიაშვილის გოლი „კრასნოდარის“ სეზონის საუკეთესო გოლად მეორედ დაასახელეს. პირველად 2016-2017 წლების სეზონში და მაშინაც „მაკრატელა“, ოღონდ „ზენიტის“ წინააღმდეგ გამოარჩიეს.

საინტერესოა, რომ უშუალოდ კლუბის გადაწყვეტილებით „კრასნოდარის“ საუკეთესო გოლი არა ოქრიაშვილმა, არამედ მაურისიო პერეირამ („სევილიასთან“ პერეირას გოლი) გაიატანა. თუმცა, ალბათ, დავა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ამ შემთხვევაში გულშემატკივართა აღიარება უფრო ფასეულია.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, თორნიკემ „კრასნოდარი“ დატოვა და ამჟამად უგუნდოდ იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126946