კალათბურთი

0:26 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯენინგის 10 ქულა სტამბულში

ტრავმირებული თორნიკე შენგელიას არყოფნაში, ესპანური “ბასკონია” სტამბულს ესტუმრა და ევროლიგის ერთპიროვნულ ლიდერ “ფენერბაჰჩესთან” 87:96 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:27 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მეტმა 8-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბასკონიელთა რიგებში საუკეთესო შევონ შილდსი იყო 22 ქულით, ვინსენ პუარემ 15 ქულა მიითვალა, ლუკა ვილდოზამა და დარუნ ჰილარდმა კი – 11-11.
თურქული გრანდის მხრიდან ნიკოლო მელი (19), იან ვესელი (15), მარკო გუდურიჩი (14), კოსტას სლუკასი (13) და ლუიჯი დატომე (13) გამოირჩნენ.
“ბასკონიას” 7 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 8 იანვარს, პირეოსში, “ოლიმპიაკოსთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152225