ფეხბურთი

23:23 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი "რეალს" მომდევნო ორ მატჩში ვერ დაეხმარება

უელსის ეროვნული ნაკრების შემტევი გარეტ ბეილი მადრიდის "რეალს" ტრავმის გამო მომდევნო ორ მატჩში ვერ დაეხმარება. ბეილმა ფეხის დაზიანება "ვილიარეალთან" გამართულ ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩში მიიღო და როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელს 10-დან 15 დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს.

გარეტი "სოსიედადთან" და "ბეტისთან" შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ბეილმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114101