თამაშგარე

11:33 | 4.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სონია კოლასარიჩის უცნაური განცხადება

ისეთი შეგნება და სიტუაციის სწორად აღქმის უნარი, რაც სერბ მოდელს სონია კოლასარიჩს გააჩნია, მსოფლიოში ბევრ პოლიტიკოსს რომ ქონდეს, დღეს ალბათ არც ომები იქნებოდა და არც გაურკვევლობები, რადგან ადამიანებს როგორც წესი ყველაზე მეტად სწორედ ზემოთნახსენები ორი თვისება გვაკლია.

სონია დიდი ხნის მაძილზე ითვლებოდა სერბეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმად და ამ ტიტულს თუ წოდებას, ეს მშვენიერი ქალი ჭეშმარიტად იმსახურებდა. თუმცა, სონია კოლასარიჩი აგერ უკვე 30 წლისა მოიყარა, შეაფასა რეალობა და საჯაროდ განაცხადა, რომ სერბ მობურთალებს დღეს სტიმულის მიმცემად მასზე ბევრად ახალგაზრდა ლამაზმანები ჭირდებათ.

სონია კოლასარიჩი ამჟამადაც მოქმედი მოდელია და საკმაოდ წარმატებული კარიერაც აქვს. სწორედ ამიტომაც გახდა მისი მხრიდან თილისმის წოდებაზე უარის თქმა სერბეთში დიდი აჟიოტაჟის მიზეზი. არადა, ეს ჭეშმარიტად ის შემთხვევაა, როდესაც უკან დახევა და გზის სხვისთვის დათმობა ყველაზე დიდი წარმატების საწინდარია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138583