ფეხბურთი

23:52 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბოკა ხუნიორსს" გუსტავო ალფარო გაწვრთნის

"ბოკა ხუნიორსის" ახალი მწვრთნელი გუსტავო ალფარო გახდა. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ალფარო გუნდს მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გუსტავომ "ბოკა ხუნიორსში" გილერმო სკელოტი ჩაანაცვლა, რომელსაც კოპა ლიბერტადორესზე "რივერ პლეიტთან" წაგების შემდეგ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს. ალფარო აქამდე "ურაკანს" წვრთნიდა და თანამდებობა 2018 წლის ბოლოს დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117095