კალათბურთი

13:30 | 3.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “უნიკახა” ვალენსიაში დამარცხდა

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” საკალათბურთო ევროთასის ტოპ-16-ში პირველი მატჩი ჩაატარა და ესპანურსავე “ვალენსიასთან” სტუმრად 74:85 წააგო.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:59 წუთში 5 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელთა რიგებში საუკეთესო ფრანგი ცენტრი მატიას ლესორი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 10 მოხსნა.
ვალენსიელთა მხრიდან 18-18 ქულით ამერიკელები მეტ და უილ ტომასები გამოირჩნენ. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს და 2011-12 წლების სეზონში თბილისურ “არმიაში” უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ “უნიკახა” ტოპ-16-ის G ჯგუფში ირიცხება, სადაც მე-2 მატჩიც შედგა და სერბულმა “ცრვენა ზვეზდამ” ფრანგულ “ლიმოჟს” 83:71 მოუგო. 8 იანვარს, მალაგელები ბელგრადელებს უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112122