ფეხბურთი

16:57 | 2.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "2018 წელი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ 2018 წელი მის კარიერაში საუკეთესო იყო. პორტუგალიელი ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ იტალიაში ბედნიერია და სურს, რომ ფეხბურთი რაც შეიძლება დიდხნას ითამაშოს.

„2018 წელი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. სერია A არაა ისეთი, როგორიც ლა ლიგა, მაგრამ აქ თავდამსხმელს ნაკლები სივრცე და თავისუფლება აქვს, რადგან ყველა გუნდი დაცვაში საოცრად კარგადაა ორგანიზებული. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა, მაგრამ ეს შეპყრობაში არ უნდა გადაიზარდოს.

ტურინში ყველა ფანტასტიკურად დამხვდა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არ ვიცი, როდის დასრულდება ჩემი კარიერა, მაგრამ ახლა კარგად ვარ და მინდა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვითამაშო“, - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვენტუსს“ 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. „ბებერი სინიორას“ რიგებში 33 წლის თავდამსხმელმა დღემდე 24 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110546