ფეხბურთი

19:49 | 1.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მურიელი "ფიორენტინას" ფეხბურთელია

ესპანური „სევილიას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუის მურიელი კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.

მურიელი „იების“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.

კოლუმბიელს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს. „ლეჩეს“, „უდინეზესა“ და „სამპდორიას“ რიგებში 165 თამაშში 43 გოლი გაუტანია.

„სევილიაში“ კი 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში მურიელმა ლა ლიგაში მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. უფრო შედეგიანი იყო ევროპა ლიგაზე, სადაც 10 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკელს "მილანიც" ეპატიჟებოდა, მაგრამ "ფიორენტინამ" ლომბარდიულ გრანდს მისთვის ბრძოლაში აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128715