ფეხბურთი

19:20 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი "ბაიერნში" რჩება

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი „რეკორდმაისტერის“ დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ თავად პოლონელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომლის თქმით, მიუნხენიდან წასვლაზე არ ფიქრობს.

„გუნდის შეცვლაზე არ ვფიქობ. ვაღიარებ, რომ გასულ ზაფხულს მქონდა ამის სურვილი, მაგრამ ეს უკვე წარსულია და დასრულდა. დიდი შანსია, რომ აქ დიდი ხნით დავრჩე. ყველა პრობლემა და ჭორი უკვე აღარ არსებობს და 100%-ით „ბაიერნზე“ ვარ კონცენტრირებული“, - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს. გასულ ზაფხულს მისი აგენტი არ მალავდა, რომ პოლონელს გუნდის დატოვება სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირის ჩათვლით 24 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა.

0.111746