ფეხბურთი

18:00 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ პორტუგალიის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ჯილდოს მიღების შემდეგ 33 წლის შემტევმა Record-თან კომენტარი გააკეთა.

კრიშტიანუს განცხადებით, მისთვის მთავარი გუნდის გამარჯვებაა და არა ინდივიდუალური პრიზები.

„ინდივიდუალური ჯილდოებით შეპყრობილი არ ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. არ ვფიქრობ რეკორდების დამყარებაზე, მაგრამ განსაკუთრებით ვმუშაობ გუნდის დახმარებაზე, რომ საუკეთესო იყოს.

ყველა გუნდი ტექნიკური, ტაქტიკური და ფიზიკური თვალსაზრისით გაუმჯობესდა, შესაბამისად გამარჯვება რთულია. უმაღლეს დონეზე დასარჩენად საჭიროა მძიმე შრომა გავაგრძელოთ. გამარჯვებით ბედნიერი ვარ, მაგრამ თუ ასე არ ხდება, არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს.

პორტუგალიის ნაკრები? – 2019 წელს დავუბრუნდები“, - განაცხადა რონალდუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120384