თამაშგარე

16:47 | 31.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლარისას ახალი წელი არ ყვარებია

ძალიან გვინდოდა მოგვეთხრო იმის შესახებ, თუ როგორ ხვდება ახლა წელს ჩვენი მკითხველების წინაშე თავისი დიდებული მკერდით მრავალგზის გამოტანტალებული პარაგვაელი მოდელი და პარაგვაის საფეხბურთი ნაკრების თილისმა, ლარისა რიკელმე. მაგრამ ეს წუთისოფელი გაახარებს ვისმეს განა?...

როგორც აღმოჩნდა, ლარისას ახალი წელი ძალიან არ უყვარს და ამ დღეს როგორც წესი არ აღნიშნავს. როდესაც რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტები რიკელმაანთ ქალს ჩაეკითხნენ, თუ რატომ სძულდა ეს დღე, ლარისამ რაღაცა ჩაიბურტყუნა და ბოლოს განაცხადა, რომ თავს ვალდებულად არ თვლიდა ყველა თავისი გრძნობა გზა-შარაზე გამოედო.

არადა, თქვენც კარგად გახსოვთ, რომ ეს ის ლარისაა, რომელსაც თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილი არათუ გზა-შარაზე, მთელი მსოფლიოს წინაშეც არაერთხელ გამოუდია და ამ საქმეში ისეა გაწაფული, როგორც მონადირე მწევარი ძაღლი ავტომანქანის კარების გაღებისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134341